საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით ერთხმად გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე კენჭისყრამდე დეპუტატებმა გიორგი გაბიტაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, სადაც მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც პროკურატურის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება.
„პროკურატურის კონსტიტუციური სტატუსი, სისტემური მოწყობა და ანგარიშვალდებულების არსებული სისტემა, ვფიქრობ, უზრუნველყოფს პროკურატურის ინსტიტუციურ სიძლიერეს. ამასთან, მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის ხელშეწყობა, მისი დაცულობის გაძლიერება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება",- განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press