ახალი გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, დიდი ხანია, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია.
როგორც გაბიტაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "საქართველოს პროკურატურა იყო, არის და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება".
“ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ გარკვეული პერიოდი ერთად ვიმუშავეთ, მათ შორის მისი მთავარი პროკურორობის დროს, მე ვიყავი მთავარი პროკურორის მოადგილე.
ერთთვიანი მთავარი პროკურორობის შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა, რამე გავლენებზე საუბარი ამ უწყებაში, არის მხოლოდ სპეკულაციები.
მე დიდი ხანია ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია კომუნიკაცია. საქართველოს პროკურატურა იყო, არის და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება", - აღნიშნა გაბიტაშვილმა.
შეგახსენებთ, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა სანქცირებული. ამის მიზეზად რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობა სახელდება.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press