Foto

გიორგი გახარია - მე კითხვები მამუკა ხაზარაძესთან და „ლელოსთან“ არ მაქვს

კითხვები ხაზარაძეს ჩემთან შეიძლება ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც და კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არ არის,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "ლელოს" ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

გახარიას თქმით, თავად არც ხაზარაძესთან და არც "ლელოსთან" კითხვები არ აქვს.

"მე არანაირი კითხვები მამუკა ხაზარაძესთან არ მაქვს და არც "ლელოსთან". ჩვენ ჩვენი გეგმით "ლელოსთან" მიმართებაში კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება, ეს ძალიან მომწონს.

იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ, როგორც რამდენიმეჯერ არ გააფუჭებენ. კითხვები არც მქონია და არც მაქვს. მამუკას მე რა ვუყო, ჰქონდეს ეს კითხვები. კითხვები ხაზარაძეს ჩემთან შეიძლება ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც და კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არ არის.

პარტიამ "საქართველოსთვის" უკვე განაცხადა და კიდევ ერთხელ განაცხადებს, ეს ჩვენ არ გვითქვამს გუშინ, ეს არის ჩვენი წელიწად-ნახევარზე დიდხნიანი პოზიცია, რომ ჩვენთვის წითელი ხაზია "ნაცმოძრაობა" და წითელი ხაზია "ოცნება". ეს პასუხი ყველასთვის ცნობილია, საზოგადოებისთვისაც ცნობილია, უკვე დიდი ხანია. აქ არაფერი სიახლე არ არის",- აცხადებს გახარია.