გიორგი გაბიტაშვილი ჩვენთვის, არავისთვის უცხო არ არის, იმიტომ, რომ დიდი ხანია, პროკურატურაში მუშაობს, ბევრი წელია მუშაობს და მისი პროფესიონალიზმის შესახებ დღეს არ გაუგია იმ წრეს, განსაკუთრებით იურისტებისას, ვინც რამე სახის შეხებაში მაინც იყო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ახალ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, პატიოსნება და პროფესიონალიზმია ის მთავარი კრიტერიუმები, რითაც გაბიტაშვილი აღნიშნულ პოსტზე შეირჩა.
"მისი შერჩევის კრიტერიუმი, ბუნებრივია, არის პროფესიონალიზმი, პატიოსნება. სხვათაშორის, ამას მე ხაზს უსვამ და შემთხვევით არა - პატიოსნება და პროფესიონალიზმი არის მთავარი კრიტერიუმები, რითაც შეირჩა და გულწრფელად მოხარული ვარ, რომ საპროკურორო საბჭომ მისი კანდიდატურა წარმოადგინა, იმიტომ, რომ ჩვენ აღარ გაგვჭირვებია შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე, მე მას ვუსურვებ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, იქნება კარგი გენერალური პროკურორი",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტმა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 80 ხმით დაამტკიცა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press