ალიანსი უკრაინის მხარდამჭერ სარდლობას შექმნის, რომელიც კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და გერმანიაში უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარებას გაუწევს კოორდინაციას, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენსტ სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის დროა და ამის ადგილი უკრაინაშია.
"ჩვენ შევთანხმდით, შეიქმნას სარდლობა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარებას გაუწევს კოორდინაციას", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press