ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ბოლო დღეებში მოკავშირეებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვების შანსები "მნიშვნელოვნად არის შემცირებული". ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.
WP-ის ცნობით, ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბაიდენმა "საკუთარი კანდიდატურის სიცოცხლისუნარიანობა სერიოზულად უნდა განიხილოს".
გამოცემის ცნობით, ბაიდენი-ტრამპის უკანასკნელი სატელევიზიო დებატების შემდეგ, ობამა მოქმედ პრეზიდენტს მხოლოდ ერთხელ ესაუბრა, სხვებთან საუბრისას კი განმარტა, რომ ბაიდენის კანდიდატურის მომავალი, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მისი საზრუნავი ბაიდენისა და მისი მემკვიდრეობის დაცვაა".
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press