დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში საქართველოზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენს ტერიტორიაზე 2008 წელს და ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას ძალიან მკაცრი პოლიტიკა ექნება რუსეთის წინააღმდეგ,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპის აღნიშნული პოზიცია საქართველოსთვის "ძალიან მნიშვნელოვანია".
“დღეს აქ, "რესპუბლიკური პარტიის" კონგრესზე დონალდ ტრამპი ოფიციალურად წარადგინეს, როგორც "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. მან თავის სიტყვაში საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენს ტერიტორიაზე 2008 წელს.
ტრამპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას ძალიან მკაცრი პოლიტიკა ექნება რუსეთის წინააღმდეგ. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ჩვენ შეგვეძლო, რომ ვყოფილიყავით აქ და ორი დღის განმავლობაში უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაგვეტარებინა "რესპუბლიკელ" ლიდერშიფთან“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press