პარლამენტმა საქართველოს ორგანულ კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.
როგორც მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებით, თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, მოტოციკლს ან/და მოპედს მიანიჭოს.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება, რომელიც პარლამენტმა კანონპროექტთა პაკეტის 77 ხმით მიიღო - სატრანსპორტო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ავტოავარიების შემთხვევებისა და შესაბამისად, დაზარალებულთა რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press