Foto

ზელენსკი - პოლონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდებას დააჩქარებს

პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დააჩქარებს უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დიდ ბრიტანეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა.

“შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება განვიხილეთ”, - აცხადებს ზელენსკი.