Foto

რუსეთის სამხედრო ძალების თავდასხმის შედეგად, სუმის ოლქში ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა

სუმის ოლქში, კონოტოპის რაიონში, 20 ივლისის ღამეს, რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სუმის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა.

ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ და ზარალის ხარისხს იკვლევენ.