უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ის და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, პირადი შეხვედრისას განიხილონ, თუ რა ნაბიჯებით არის შესაძლებელი, რომ მშვიდობა სამართლიანი და ნამდვილად ხანგრძლივი გახდეს.
"ვესაუბრე დონალდ ტრამპს, რათა მიმელოცა მისთვის რესპუბლიკური პარტიის მიერ კანდიდატად წარდგენა და დამეგმო პენსილვანიაში შოკისმომგვრელი თავდასხმა. მე ვუსურვე მას ძალა და აბსოლუტური უსაფრთხოება მომავალში. აღვნიშნე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ორპარტიული და ორპალატიანი ამერიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა.
უკრაინა ყოველთვის მადლობელი იქნება აშშ-ის მისი დახმარებისთვის ჩვენი შესაძლებლობის გაძლიერებაში, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის ტერორს. რუსეთის დარტყმები ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე ყოველდღე გრძელდება. პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, პირადი შეხვედრის დროს განვიხილოთ, რა ნაბიჯებს შეუძლია, გახადოს მშვიდობა სამართლიანი და ნამდვილად ხანგრძლივი”, - წერს ზელენსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press