Foto

სალივანი - აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გეგმავს

შეერთებული შტატები ჩინეთში სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს ხელს უწყობენ, ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

როგორც სალივანი აღნიშნავს, ჩინეთი ნაციონალური სახელმწიფოების ღირსეული ქცევის საზღვრებს სცილდება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩინეთი უნდა შეჩერდეს, რადგან ვფიქრობთ, რომ ის ღრმად სცილდება ნაციონალური სახელმწიფოების ღირსეული ქცევის საზღვრებს... თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ დამატებით სანქციებს, რადგან, როგორც ჩვენ ვხედავთ, ეს სურათი აგრძელებს განვითარებას უახლოეს კვირებში", - განაცხადა სალივანმა.