იემენელი "ჰუსიტები" აცხადებენ, რომ ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქ ეილათის მიმართულებით "ბევრი" ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნულის პასუხად, ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ამბობენ, რომ "ჰუსიტების" მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტები ისრაელის შორ დისტანციაზე მოქმედმა თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.
ქალაქში სირენების ხმა ისმოდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 20 ივლისს ისრაელმა, თელ-ავივზე თავდასხმის საპასუხოდ, იემენში, შიიტი "ჰუსიტების" მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 87 დაშავდა.
იერიშის შემდეგ ისრაელის სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ "ჰუსიტები" ჰოდეიდას პორტს ირანისგან იარაღის მისაღებად იყენებენ. მისი თქმით, სამიზნეები, რომლებიც ისრაელიდან 1 700 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული, ორმაგი დანიშნულების ობიექტებს წარმოადგენს.
დაბომბვების შემდეგ "ჰუსიტების" უმაღლესმა პოლიტიკურმა საბჭომ თქვა, რომ დარტყმებზე "ეფექტური პასუხი" იქნებოდა. სამხედრო სპიკერ იაჰია სარის განცხადებით, "ჰუსიტები" "ისრაელის სამიზნეებზე დარტყმას არ დააყოვნებდნენ".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press