ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
ჰარისმა ბაიდენს "არაჩვეულებრივი ლიდერობისა და ათწლეულების მანძილზე საკუთარი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის" მადლობა გადაუხადა.
“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "დემოკრატიული პარტია" გავაერთიანო და გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური პროექტი 2025 დღის წესრიგი. არჩევნებამდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ",- აღნიშნა ჰარისმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press