რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ.
მისი თქმით, ბაიდენის გადაწყვეტილებით დიდად გაოცებულები არ არიან და ამ ფაქტს მათში გაკვირვებაც არ გამოუწვევია.
“სიმართლე რომ ვთქვათ, ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებმა გვასწავლა, რომ არაფერი უნდა გვიკვირდეს. ამიტომ დიდად გაოცებული არ ვიყავით. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი “სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ და ჩვენი მიზნებია“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press