უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიმდინარე კვირაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ჩინეთის სახელმწიფო მედია Xinhua-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Xinhua ჩინეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება, კულება, რომელიც ჩინეთში ვიზიტს სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გამართავს, ქვეყანაში საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის მიწვევით მიემგზავრება.
ვიზიტის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დიპლომატიური უწყებაც ადასტურებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, განხილვის მთავარი თემა "ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში" იქნება.
ცნობისთვის, ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას პირველი ვიზიტი იქნება პეკინში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press