ევროკავშირი მზადაა, სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ვიზალიბერალიზაცია სომხებს საშუალებას მისცემს, მოკლე ვიზიტები განახორციელონ ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში - რომელიც თავისუფალია შიდა საზღვრებისგან - ვიზის საჭიროების გარეშე.
სომხური მედია იტყობინება, რომ პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით "საეტაპო წერტილი" უწოდა.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაღრმავებაში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე“,- თქვა მირზოიანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press