ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 10 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას გაუწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დახმარების მიზანია, რომ გააძლიეროს სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერებას კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების დროს.
"ის ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას და მისი შეიარაღებული ძალების თავსებადობის დაჩქარებას საერთაშორისო სამხედრო მისიებში და ოპერაციებში ქვეყნის შესაძლო სამომავლო მონაწილეობის შემთხვევაში, მათ შორის ევროკავშირის მიერ განლაგებულებში", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ევროკავშირის საბჭოში აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოება სომხეთთან ორმხრივი ურთიერთობების სულ უფრო მზარდ ელემენტს წარმოადგენს.
„ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს, კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი დიალოგი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, ასევე ველოდებით სომხეთის მომავალ მონაწილეობას ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press