პატივს ვცემ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას და ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვისაც ხალხი აირჩევს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომელმაც ნატოს ალიანსში ამერიკის როლზე ისაუბრა.
როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, ნატოს როლი ახლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შექმნისას.
„ცხადია, პირველ რიგში, დემოკრატიულმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, ვისი კანდიდატურა წარადგინონ. შემდეგ ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ სურთ, რომ გახდეს მათი პრეზიდენტი. ჩემი მიდგომა იქნება შემდეგი: პატივს ვცემ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს.
რა თქმა უნდა, აშშ არის სანდო მოკავშირე. ასე იყო მრავალი წლის განმავლობაში და თქვენ დაინახეთ ეს ნატოს საბჭოზე სულ რაღაც ათი დღის წინ. ჩვენ, ყველას ნათლად გვესმის, რომ სულ უფრო დაუცველი სამყაროს წინაშე ვდგავართ. ვფიქრობ, ნატოს როლი ახლა, რომელიც ალიანსმა უნდა შეასრულოს, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შექმნისას“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press