პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ევროპელ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობაში ცვლილებებისთვის მოემზადონ იმის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნოემბერში ვინ გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
სიკორსკი გამოცემა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას სჯერა, შეერთებული შტატები ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად დარჩება.
მისი თქმით, "ევროპულ ქვეყნებს სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ აიღონ მეტი პასუხისმგებლობა თავიანთ კოლექტიურ თავდაცვაზე იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი ფოკუსირებას აზიაზე გააგრძელებს".
"ჩვენი საქმეა, ავუხსნათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ვიდრე რუსეთის საფრთხეს ვიგრძნობთ, ვერ შევძლებთ აზიაში სრულ ჩართულობას“,- თქვა სიკორსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press