პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირი და უხეში ჩარევა კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა და სამწუხაროდ ეს არის კიდევ ერთი დარტყმა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესთან მიმართებაში. გამოსავალი ამ უმძიმესი ვითარებიდან არის ერთიანობა, დიახ ერთიანობით ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ,- ამის შესახებ “ერთიანობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ კარგად იცის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, უმძიმესი ვითარებაა და ამას “ქართული ოცნება” ზემოდან კონსტიტუციის უგულებელყოფას უმატებს.
“დღეს არ არსებობს აღარც კონსტიტუცია, აღარც კანონი, ქვეყანას მართავს კლანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და რომელსაც უნდა, რომ თვითონ გამდიდრეს, ხალხი კი უკიდურესად მძიმე ვითარებაში იყოს.
გამოსავალი ამ უმძიმესი ვითარებიდან არის ერთიანობა, დიახ ერთიანობით ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველა ეს ბედუკუღმართი ნაბიჯი, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები რაც ხდება, უმოკლეს ვადაში აღმოვფხვრათ და დაჩქარებული წესით წავიდეთ ევროპისკენ.
ამ გზით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ, მაგრამ 26 ოქტომბერს შეუძლია შეიყვანოს საქართველო ევროკავშირში დაჩქარებული წესით, ამიტომ გვჭირდება ერთიანობა, ამიტომ გვჭირდება წინსვლა და ამიტომ გვჭირდება გამარჯვება ყველას ერთად.” - განაცხადა ვაშაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press