რუსეთის კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი აცხადებს, რომ უკრაინამ "კავკაზის" პორტში, საბორნე გემზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა.
როგორც გუბერნატორმა Telegram-ზე დაწერა, შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.
“დღეს დილით "კავკაზის" პორტში საბორნე გემს დრონები დაესხნენ თავს. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ხანძარი ადგილობრივია, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს და მეგობრებს. დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ“,- წერს გუბერნატორი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press