უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს.
როგორც კულება აღნიშნავს, ვიზიტის ფარგლებში ის ჩინელ კოლეგას, ვან ის შეხვდება და მასთან მოლაპარაკებებს გამართავს.
"წინ ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან ფართო, დეტალური, საგნობრივი მოლაპარაკებებია სამართლიანი მშვიდობისკენ გზების შესახებ. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ სამშვიდობო გეგმების კონკურენცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიევი და პეკინი აწარმოებენ პირდაპირ დიალოგს და პოზიციების გაცვლას“, - განაცხადა კულებამ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press