რუსეთმა 24 ივლისს ღამით ხარკოვი და მიმდებარე ტერიტორიები S-300 ტიპის რაკეტებით დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდაპირველი დარტყმა ქალაქის წინააღმდეგ მიმართული იყო ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში არსებულ ინდუსტრიულ ზონაში. მეორე დარტყმა საცხოვრებელ ზონას შეეხო, რის შედეგადაც ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა.
“დაახლოებით დილის 7 საათზე, უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად მალოდანილივსკის თემზე ორი მამაკაცი დაშავდა, რომელიც ხარკოვიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს“,- განაცხადა ადგილობრივმა გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press