ტოკიოს სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა იაპონიის 13 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტს, ტანაკა აკიჰიკოს, Toyota Motor Toyoda Akio-ს საბჭოს თავმჯდომარეს, Rakuten-ის კორპორაციის დამფუძნებელ მიკიტანი ჰიროშისა და სხვებს.
უწყება განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან" დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ იაპონიის დაწესებული სანქციებია.
სანქცირებულ მოქალაქეებს რუსეთში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press