ამერიკის შერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირას, ფლორიდაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"მოუთმენლად ველი ნეთანიაჰუს, ხუთშაბათს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში... ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, აბრაამის ისტორიული შეთანხმებაც კი გაფორმდა. ჩვენ ეს ისევ გვექნება.. ეს საშინელი, მომაკვდინებელი ომები და ძალადობრივი კონფლიქტები უნდა დასრულდეს. მილიონობით ადამიანი იღუპება და კამალა ჰარისს არ შეუძლია ამის შეჩერება“,- წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press