ჩინეთსა და ბრაზილიას შორის ექვსპუნქტიანი კონსენსუსის გულდასმით შესწავლის შემდეგ, უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა "ერთი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ხაზი გაუსვა ჩინეთსა და უკრაინას შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა ათ წელზე მეტია, სტრატეგიული პარტნიორები არიან.
ვანგ იმ ასევე ისაუბრა უკრაინის ომზე და ხაზი გაუსვა "ჩინეთის ერთგულებას" კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერაზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press