2012 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთი საქართველოს 945 მილიონი ევროთი დაეხმარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერის ანგარიშის მიხედვით, თანხები ასე ნაწილდება:
415 მლნ ევრო ჩაიდო ენეგრეტიკაში;
201 მლნ ევრო - სოციალურ დაცვაში;
185 მლნ ევრო - კერძო სექტორში;
სასმელი წყალი და წყალარინება - 96 მლნ ევრო;
სარწყავი სისტემა - 49 მლნ ევრო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი მიმდინარე თვის დასაწყისში აცხადებდა, რომ საფრანგეთმა საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თქვა, რომ საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში "არანაირი თანხა არ შედის".
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press