“მთავრი არხის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტს, ლადო მენაბდესა და მის ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს თავს დაესხნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით “მთავარი არხი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს ხელისუფლების მხარდამჭერი პირები სოფელ სუფსაში "მთავარი არხის" გურიის ბიუროს ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და დაუზიანეს ტექნიკა.
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.
მოვუწოდებთ ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press