"TV მონიტორინგის" ცნობით, მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდასხმა დღეს დილით, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში მოხდა.
"გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული უმძიმესი მდგომარების გაშუქების გამო, "TV მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს დილით, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში მოხდა. მძღოლებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბექა პირველს დაზიენებები თავისა და სხეული სხვადასხვა არსეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შოთიკო სადაღაშვილს კი ხელი აქვს ნაღრძობი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ცნობისთვის, შოთიკო სადაღაშვილისა და ბექა პირველის მიერ მომზადებული მასალა "TV მონიტორინგის" ეთერში, 23 ივლისს გავიდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press