ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზას სექტორში 5 ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
IDF-ის ცნობით, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც "ჰამასმა" გასული წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დროს მძევლად აიყვანა.
მათივე ინფორმაციით, ხუთივე მათგანი ღაზაში მყოფი 120 მძევლის სიაში იყო შეყვანილი, რომელთა დაახლოებით, 1/3 ისრაელმა გარდაცვლილად, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების, დაზვერვის, დატყვევებული პირების დაკითხვის, ვიდეოჩანაწერებისა და გათავისუფლებული მძევლების ჩვენებების საფუძველზე გამოაცხდა.
დაღუპულებიდან ერთ-ერთი 56 წლის მაია გორენია, რომელიც საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა, დანარჩენი 4 კი, ჯარისკაცი იყო.
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განცხადება გაავრცელა და ისრაელელ სამხედროებს მძევლების ცხედრების აღმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა, დაღუპულთა ოჯახებს კი სამძიმარი გამოუცხადა.
“ჩვენი მოვალეობაა, სახლში მივიყვანოთ ყველა - ისინი, ვინც ცოცხლები არიან და ისინიც, ვინც ისრაელში დასაკრძალად უნდა დავაბრუნოთ“,- აღნიშნა ჰერცოგმა.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მისი მთავრობა მძევლების გათავისუფლების ინტენსიურ მცდელობებში აქტიურად არის ჩართული.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press