დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან უკან გაიწვიეს ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი, რომელიც ითვალსიწინებდა ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში აპარტამენტების და აპარტჰოტელების მასობრივ მშენებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
როგორც მედია წერს, გადაწყვეტილება ე.წ. პარლამენტის დე ფაქტო თავმჯდომარემ, ლაშა აშუბამ ოფიციალურად უკვე გამოაცხადა.
დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა.
"აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების - პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების თავმჯდომარემ, ლაშა აშუბამ ხელი მოაწერა დოკუმენტს ამ კანონპროექტის დაბრუნების თაობაზე იმ დეპუტატებისთვის, ვინც მისი ინიციატორი იყო. კანონპროექტი პარლამენტიდან ამოღებულია", - აცხადებენ ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press