ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კირბიმ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ისევ არსებობს ხარვეზები, თუმცა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობს.
„არსებობს ხარვეზები, რომლებიც რჩება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხარვეზები ისეთი ხასიათისაა, რომ მათი აღმოფხვრა შესაძლებელია და რომ ჩვენ შეგვეძლება, მივაღწიოთ შეთანხმებას, მაგრამ როგორც ყოველთვის, ეს მოითხოვს გარკვეულ კომპრომისს და ძალისხმევას იქამდე მისასვლელად. ჩვენ გვინდა, ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ“,- განაცხადა კირბიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press