კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის შემაშფოთებელი მოვლენა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენაა".
„კეზერაშვილის მეშვეობით, დიდი ხანია, ფინანსდება პოლიტიკური პროცესების ოპოზიციური ნაწილი საქართველოში, მათ შორის, საარჩევნო პროცესები. ეს არ არის ახალი მოვლენა. მას აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის ასევე საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა, თუმცა მასაც არ აქვს დიდი რესურსი, რომ რამე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო შედეგებზე ჩვენს ქვეყანაში. ვისაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას, მათგან აქვს ეს დავალება მიღებული. ისინი აძლევენ თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას ევროპაში კეზერაშვილს, რომელიც დღემდე ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, მანამდე ძარცვავდა ქართულ ჯარს, ქართველ ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და ამ პირობებშიც კი მას აქვს უზრუნველყოფილი თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში.
ამის სანაცვლოდ, მას ევალება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. დაახლოებით, ერთი წლის წინ მას ჰქონდა შეხვედრა ვიწრო წრეში, სადაც საკუთარ თანამოაზრეებს გააცნო ასეთი გეგმა, ის გეგმავდა 15 მლნ დოლარის დახარჯვას არჩევნებზე. მას ჰქონდა ასევე იმედი, რომ 15 მლნ დოლარს თავს მოუყრიდა მისი მეგობარი „ნაცმოძრაობის" მოკავშირე ბიზნესმენების დახმარებით და მან თქვა ასეთი რამ დამატებით, ეს არის განსაკუთრებით საინტერესო, რომ 15 მლნ დოლარი ჰქონდა მას მოაზრებული NGO-ების დაფინანსების ნაწილში. რომელ თანხაზე იყო საუბარი, ამაზე საზოგადოებას შეუძლია, იმსჯელოს. ეს იყო ის გაუმჭვირვალე თანხები, რომელიც საქართველოში ხმარდება არჩევნებს, NGO-ების გავლით. რა თქმა უნდა, მას აქვს ასეთი დავალება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერც ეს გეგმა ვერ იქნება წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი; ყველამ იცის, ვინ არიან დანარჩენი რადიკალი ოპოზიციონერები. აქედან გამომდინარე, მათ დარჩებათ ის რეიტინგი, მაქსიმუმ, რაც აქვთ დღეს, თუმცა, ეს რეიტინგი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ჩვენი ამოცანა იცით, რაც არის - დღეისათვის გვაქვს, დაახლოებით, 60%, თუმცა გვინდა, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ეს მაჩვენებელი იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. მაღალი ლეგიტიმაცია გვჭირდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგი ოთხი წელი გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა, არამედ გჭირდება იმისთვის, რომ საქართველოში საბოლოოდ დამარცხდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა" და ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც არის გარედან, ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა",- განაცხადა პრემიერმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press