Foto

ლაოსში ჩინეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ლაოსში ჩინეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას ვან იმ განაცხადა, რომ "არასტაბილური საერთაშორისო ვითარებისა და საგარეო ჩარევისა და წინააღმდეგობის ფონზე, ჩინეთი მზად არის, იმუშაოს რუსეთთან ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ერთმანეთის ძირითადი ინტერესების დასაცავად".

"ჩინეთმა და რუსეთმა უნდა შეინარჩუნონ კომუნიკაცია და კოორდინაცია აღმოსავლეთ აზიაში თანამშრომლობის საკითხზე, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად",- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ.