მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს ამერიკის კონგრესში, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, "ვინც დახოცა დაახლოებით 40 000 ბავშვი, ქალი და მოხუცი, წარმომადგენელთა პალატა ტაშით შეხვდა".
"ამჟამინდელი გლობალური სისტემა, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური ინტერესების დასაცავად, ახლა უკვე თავის კურსს იცვლის. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვხედავთ ნიშანს, რომ სისტემამ დაკარგა პრობლემების გადაჭრის უნარი. მხოლოდ ახლო წარსულში განვითარებული კრიზისების გადახედვა საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ სისტემა დიდი ხანია, გაკოტრებულია. მაგალითად, სირიაში კონფლიქტი 13 წელია, უკრაინაში კი 2.5 წელია უწყვეტად მიმდინარეობს ომი. ღაზაში 16 000 უდანაშაულო ბავშვი, 40 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და გენოციდის აღკვეთა თითქმის 10 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს ამერიკის კონგრესში. მეორე მხრივ, მათ მიმართ სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება გამოიჩინეს წარმომადგენელთა პალატის გარეთ. ეს გვიჩვენებს, საით მიდის მსოფლიო", - განაცხადა ერდოღანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press