ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გასულ ერთ კვირაში 200 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა მოაგროვა. ამის შესახებ ჰარისის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა, მაიკლ ტაილერმა განაცხადა.
ტაილერის თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საარჩევნო რბოლიდან კანდიდატურა მოხსნა და მხარი ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს დაუჭირა, ერთ კვირაში რეკორდული რაოდენობის თანხა შეგროვდა.
მთლიანი შემოწირულობის მესამედი ისეთი დონორებისგანაა, რომლებსაც აქამდე არ გაუკეთებიათ შემოწირულობა დემოკრატების კამპანიისთვის.
„ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის იმპულსი და ენერგია ისეთივე რეალურია, როგორც პრინციპი ამ არჩევნების. შედეგები იქნება არაპროგნოზირებადი და გადაწყვეტილი იქნება რამდენიმე შტატში ამომრჩეველთა მცირე რაოდენობის მიერ“, – ამბობს ტაილერი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press