ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმახია უცხოური მედია ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილას ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება ხდება. ისინი აფეთქების დროს საწყობში იმყოფებოდნენ.
მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ტერიტორიის დათვალიერება ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, აფეთქება პიროტექნიკის ქარხანაში ხანძარმა გამოიწვია. შემთხვევა ბულგარეთის დედაქალაქის მახლობლად მდებარე დასახლება ელინ პელინში 25 ივლისს მოხდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press