Foto

ერდოღანი - თურქეთი, შესაძლოა, პალესტინელების დახმარების მიზნით ისრაელში შევიდეს

თურქეთი, შესაძლოა, პალესტინელების დახმარების მიზნით ისრაელში შევიდეს,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

ერდოღანის თქმით,  ძლიერები უნდა იყვნენ, რათა „ისრაელმა ვერ შეძლოს პალესტინისთვის მსგავსი რაღაცების გაკეთება".

„ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ისრაელმა ვერ შეძლოს პალესტინისთვის მსგავსი რაღაცების გაკეთება. როგორც ყარაბაღში, ლიბიაში, ჩვენ, შეიძლება, გავაკეთოთ იგივე მათთან. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ შევძლოთ ამ ნაბიჯების გადადგმა“,- ამბობს ერდოღანი.