ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, თურქეთი პალესტინელების დახმარების მიზნით, ისრაელში შევიდეს.
ისრაელ კაცი თავის განცხადებაში, რომელიც მან X-ზე დაწერა, ერდოღანს ერაყის ყოფილ ლიდერს, სადამ ჰუსეინს ადარებს.
“ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება. მას უნდა ახსოვდეს, რა მოხდა იქ და როგორ დასრულდა ეს“,- წერს ისრაელ კაცი.
შეგახსენებთ, სადამ ჰუსეინი იყო ერაყის ლიდერი, რომელიც 2003 წლის 14 დეკემბერს დააკავეს. 2006 წლის 30 დეკემბერს კი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასაჯეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press