მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის "ბუტკაში" ქართველი ხალხი აღარ ეტევა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხი მონობას არასდროს შეეგუება.
"მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის "ბუტკაში" ქართველი ხალხი აღარ ეტევა. ძალიან ბევრია უკვე უკმაყოფილო და აზრზემოსული და ამას ისე ბუტკაში ვერ შეაკავებ. ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის, ბრძოლისთვის და მას შემდეგ, რაც ესენი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს და ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი ერთად, ასობითათასი ადამიანი ქუჩაში დგომისთვის, დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში მშვიდობიანად მანამ, სანამ არ ვაიძულებთ, აღიარონ ქართველი ერის არჩევნები...
ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება მონობას. ოლიგარქს ძალიან ეშინია. დააკვირდით, როგორი დამფრთხალი თვალები აქვს მას და მის ჯგუფს. მათ გეგმა დაწყობილი აქვთ. ყველამ ყველაფერი იცის. ახლა ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ...
კარგად მომისმინოს ივანიშვილმა - ჩვენ არაფერ სხვა შედეგს არ მივიღებთ და არ დავთანხმდებით გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა. ყველა სხვა არჩევანი არის გამორიცხული. ქართველი ხალხი იმარჯვებს",- განაცხადა სააკაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press