Foto

ვოლგოგრადში მატარებლის სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მატარებლის სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვოლგოგრადის რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეჯახების შემდეგ, 21 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომლებიც ყაზანიდან ადლერში მიემგზავრებოდნენ.

ოფიციალური პირები გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

შეგახსენებთ, შემთხვევა, რა დროსაც რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა, გუშინ, 29 ივლისს მოხდა. შეჯახების შედეგად, რელსებიდან მატარებლის 8 ვაგონი გადავიდა. მატარებელში კი, ჯამში 800 მგზავრი იმყოფებოდა.