ირანის ისლამური რესპუბლიკა დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და ღირსებას, ტერორისტ ოკუპანტებს კი, საკუთარ მშიშარა ქმედებას ანანებს,- ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშქიანმა თეირანში “ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, "ორ საამაყო ერს - ირანსა და პალესტინას შორის კავშირი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე იყო და წინააღმდეგობისა და ჩაგრულთა დაცვის გზას უფრო მტკიცედ გაუყვება, ვიდრე როდესმე".
“სამძიმარს ვუცხადებთ პალესტინას, ისლამურ ერს, წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლებს და ირანის კეთილშობილ ერს“,- აღნიშნა პეზეშქიანმა.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ განაცხადა, რომ ისმაილ ჰანიეს "მოწამეობა თეირანში გააძლიერებს ღრმა კავშირებს ირანის ისლამურ რესპუბლიკას, პალესტინასა და წინააღმდეგობას შორის“.
ცნობისთვის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) და "ჰამასმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ, 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა. ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press