Foto

პოდოლიაკი - უკრაინა მზადაა რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე

უკრაინა მზადაა რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, "რუსული პროპაგანდა დიდ ფულს ხარჯავს, რათა შექმნას შთაბეჭდილება, რომ ომია, მაგრამ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, უკრაინა - კი არა". 

"მოლაპარაკება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ მეორე პუნქტია - რა პირობებით, რა საფუძველზე იქნება მოლაპარაკება. და აქ უკრაინა მკაფიოდ ამბობს: "დიახ, შევიდეთ მოლაპარაკებებში ისეთი პირობებით, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო სამართალს, როგორც კონცეფციას". ამ კონცეფციიდან მთავარია ტერიტორიული მთლიანობა და სუბიექტურობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი",- აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ "აგრესორის მშვიდობისკენ იძულების ინსტრუმენტები იმუშავებს".