"ჰეზბოლამ“ დაჯგუფების უმაღლესი სამხედრო მეთაურის, ფუად შუქრის დაღუპვა დაადასტურა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, შუქრის ცხედარი შენობის ნანგრევებში იპოვეს.
ცნობისთვის, გუშინ, 31 ივლისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 30 ივლისს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაჯგუფება “ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინვე ინფორმაცია გაავრცელა ლიბანში მოქმედმა დაჯგუფებამ და შუქრის დაღუპვა არ დაადასტურა.
შუქრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰაჯ მოჰსინი, "ჰეზბოლას" ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური იყო, რომელსაც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას უფროს სამხედრო მრჩევლად, "მარჯვენა ხელად“ იცნობდნენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press