“ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედება უპასუხოდ არ დარჩება,- ასე ეხმაურება კონგრესმენი ბილ კიტინგი ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი დახმარების შეჩერების თაობაზე.
კიტინგის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც მომავალს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ეძებს.
“ჩვენ არ დავუჭერთ მხარს მთავრობას, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“,- წერს კიტინგი სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ, 31 ივლისს გავრცელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას აჩერებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press