ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება პატიმრების გაცვლის შედეგად რუსეთში დაკავებული პირების გათავისუფლებას და აცხადებს, რომ კრემლმა ისინი მსჯავრდებულ კრიმინალებსა და მკვლელებზე გაცვალა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, “ეს პროცესი არის დიდი სიხარულის მომენტი ყველასთვის“.
“მივესალმები რუსეთში ტყვედ მყოფი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების უდანაშაულო მოქალაქეებისა და სამართლიანი რუსი დემოკრატების გათავისუფლებას. კრემლმა ისინი მსჯავრდებულ კრიმინალებსა და მკვლელებზე გაცვალა. ეს აჩვენებს მკვეთრ განსხვავებას. ეს არის დიდი სიხარულის მომენტი ყველასთვის, ვინც იბრძოდა მათი თავისუფლებისთვის“,-წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად, რუსეთმა და ბელარუსმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა, რუსეთში კი დასავლეთის ქვეყნებში პატიმრობიდან რვა მოქალაქე დაბრუნდა. მათ შორის არის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press