ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (100+) პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.
ძიუდოისტი ოლიმპიადის მეოთხედფინალში, პირად პირველობაში ორგზის ოლიმპიურ და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონ, ფრანგ ტედი რინერთან დამარცხდა.
ორთაბრძოლის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო, თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობას რეპეშაჟში ვეღარ გააგრძელებს.
ცნობისთვის, საქართველოს ამ დროისათვის 3 მედალი აქვს. ძიუდოისტებმა - ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press