ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის დახმარების მიზნით ახლო აღმოსავლეთში დამატებით გამანადგურებლებს და საზღვაო ძალების ხომალდებს განათავსებს, რადგან ვაშინგტონი თავდაცვის გაძლიერებას ცდილობს ირანისა და მისი მოკავშირეების - “ჰამასის“ და “ჰეზბოლას“ მუქარის შემდეგ. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, საბრინა სინგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როგორც ამას Reuters-ი იტყობინება.
სინგის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გაიმეორა მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და მინისტრს დამატებითი ზომების შესახე აცნობა.
“ლოიდ ოსტინი ესაუბრა ისრაელის თავდაცვის მინისტრ გალანტს ირანის, მისი პარტნიორებისა და მარიონეტების მხრიდან დესტაბილიზაციის საფრთხის შესახებ. მდივანმა ოსტინმა გაიმეორა მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და აცნობა მინისტრს დამატებითი ზომების შესახებ, რომელიც მოიცავს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მიმდინარე და სამომავლო ცვლილებებს, რომლებსაც დეპარტამენტი მიიღებს ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად“, - განაცახდა პენტაგონის პრესმდივანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press