Foto

95 მილიონიანი დახმარების შეჩერება მხოლოდ ფინანსური საკითხი არ არის, მას აქვს პოლიტიკური განზომილება, რაც ჩვენზე ნეგატიურად აისახება - ვაშაძე

მაშინ, როცა ეროვნული ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს, ცოდნის, ეკონომიკის აშენებით, მეტი დასავლური ინვესტიციის შემოტანითა და  მეტი სამუშაო ადგილის შექმნით, ისინი დაკავებული არიან ტერორისტებად გამოცხადებულ რეჟიმებთან ურთიერთობების გაღრმავებით,- ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის თითოელი დღე მეტ სიღარიბეს და მეტი ქართველის წასვლას ნიშნავს საქართველოდან.

“95 მილიონი პირდაპირი დახმარების შეჩერება არ არის მხოლოდ ფინანსური საკითხი, ამას აქვს პოლიტიკური განზომილება, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენზე.  მაშინ, როცა ეროვნული ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს, ცოდნის ეკონომიკის აშენებით, მეტი დასავლური ინვესტიციის შემოტანით, მეტი სამუშაო ადგილის შექმნით, ისინი დაკავებული არიან ტერორისტებად გამოცხადებულ რეჟიმებთან ურთიერთობების გაღრმავებით, რაც არათუ ახალი ინვესტოციის მოზიდვას უშლის ხელს, არამედ უკვე არსებულის გასვლას გამოიწვევს, ეს კი შეამცირებს სამუშაო ადგილებს, გამოიწვევს მეტ სიღარიბეს და მეტი ქართველის წასვლას საქართველოდან“,- განაცხადა ვაშაძემ.